1.პროექტის სახელწოდება: '"სიმეტრიისა და პარალელური გადატანის ნიმუშები ხელოვნებაში"
2.პროექტის მთავარი იდეა 1-2 წინადადებით:
პროექტის მონაწილეები იკვლევენ სიმეტრიის და პარალელური გადატანის ნიმუშების არსებობას ხელოვნებაში.
3.პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან სიმეტრიის და პარალელური გადატანის ნიმუშებს ხელოვნებაში.გაარკვევენ, კერძოდ სად და როგორ გამოიყენება იგი,ნახავენ ნიმუშებს მხატვრობაში, ქანდაკებაში, ორნამენტსა და ჩუქურთმაში, გამოყენებით,
ხელოვნებაში.მოაგროვებენ შესაბამის ფოტო და წერილობით მასალას. მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი/ კლასი-11-12 წელი, მე-6 კლასი.
5.ვადები/ ხანგრძლივობა:
2014 წლის აპრილის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე, მოსწავლეების მიერ შედგენილი გეგმის შესაბამისად.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: კვლევა, დისკუსია მოძიებულ მასალაზე, ფოტოსერვისის შექმნა.ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომი, ჩანახატები,ბლოგი, მოეწყობა სურათების გამოფენა.
8.სარგებელი სხვებისთვის:გაეცნონ თუ როგორ გამოიყენება სიმეტრია და პარალელური გადატანა ხელოვნებაში, გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს,ფოტოგამოფენისა და ბლოგის ნახვისას მიიღებენ ესთეტიკურ სიამოვნებას .
9. პროექტის მსვლელობა: თემის გააზრება, დავალებების განაწილება მოსწავლეებზე,მოპოვებული მასალების ანალიზი, მისი დალაგება, დახარისხება და საბოლოო სახის მიცემა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ა) ისტორია- გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების ნიმუშების შექმნაში, მეცნიერებისა და ისტორიული მოვლენების განვითარებაში.
ბ)ქართული ენა და ლიტერატურა- ჩანახატის , ესე შექმნა, მსჯელობის უნარის განვითარება
გ)მათემატიკა-საგნობრივი თვალსაზრისით ხსნის სიმეტრიისა და პარალელური გადატანის არსს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას, როგორც ხელოვნებაში , ისე ყოფაცხოვრებაში
დ) ხელოვნება- ნახატების, სლაიდების, კინოფილმებიდან კადრების მოძიება და განხილვა, ფოტოგამოფენის მოწყობა
11. პროექტის ხელმძღვანელი; ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნუნუ ხურციძე
12.პროექტის ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:nunuiremadze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი:iremadze.blogspot. com